‹ აპში დაბრუნება

🏠 ოჯახის დაფა — როგორ გამოვიყენოთ

ოჯახის განრიგი ერთ ადგილას: ვინ სად მიდის, ვინ წაიყვანს და მოიყვანს ბავშვს, საყიდლები, საქმეები და ბავშვების სასაცილო ამბები. ერთი მშობლის ჩანაწერს მეორე მაშინვე ხედავს.

🚀 დაწყება

  1. ოჯახის დამატება: მთავარ გვერდზე „✨ ოჯახის დამატება“ → ოჯახის სახელი, შენი სახელი, ელფოსტა, პაროლი.
  2. ბავშვები: „+ ბავშვის დამატება“ → სახელი, ცხოველი-ავატარი და ფერი. ასე გამოჩნდება ყველგან.
  3. მეორე მშობელი: ⚙️ → „💌 მეორე მშობლის მოწვევა“ → ბმული გაუგზავნე Viber-ით, WhatsApp-ით ან SMS-ით. გახსნის, თავის ელფოსტას და პაროლს ჩაწერს და თქვენს ოჯახში შემოვა.
  4. სკოლა და წრეები: 👧 ბავშვები → 🏫 „✏️ შეცვლა“ (სკოლის საათები) და „+ წრე“ (ცეკვა, ცურვა…).
  5. შეტყობინებები: ⚙️ → „🔔 ჩართვა ამ ტელეფონზე“. თითოეულმა საკუთარ ტელეფონზე ჩართოს.
  6. აპად დაყენება: Android/Chrome: ⋮ → „აპის დაყენება“. iPhone/Safari: ⬆ გაზიარება → „Add to Home Screen“.

ახალ ოჯახს მთავარ გვერდზე „👋 პირველი ნაბიჯები“ დახვდება, რომ არაფერი გამოგრჩეთ.

📅 დღეს (მთავარი გვერდი)

👨‍👩‍👧 ყველა · ბავშვები
ფილტრი: დააჭირე ბავშვს და დღის სიაში მხოლოდ მისი (და საერთო) მოვლენები დარჩება. „ყველა“ — ისევ მთელი ოჯახი.
⏱ უკუთვლა
ყველა ბარათზე ჩანს, რამდენი დარჩა წაყვანამდე ან გამოყვანამდე. 20 წუთით ადრე ბარათი ყვითლად პულსირებს, ბოლო 5 წუთში მკვეთრად ციმციმებს, დრო თუ გავიდა და ჯერ არავის აუყვანია — წითლად.
„+“ (ქვემოთ, მარჯვნივ)
📅 მოვლენა · 📌 საქმე / საყიდელი · 😂 ამბავი. საქმეს შეგიძლია მიუთითო ვის ევალება და როდისთვის. საათს თუ მიუთითებ, 20 და 5 წუთით ადრე შეგახსენებს.
🔔 ყვითელი ზოლი
ჩანს, სანამ ამ ტელეფონზე შეტყობინებები არ ჩაირთვება. „ჩართვა“ — ერთი დაჭერით.
‹ ›
წინა/შემდეგი დღე. სათაურზე („დღეს“) დაჭერა დღევანდელზე გაბრუნებს.
❓ ვინ? (წითელი)
ამ გზაზე ჯერ არავინაა არჩეული (წაყვანა ან მოყვანა). დააჭირე ბარათს და აირჩიე.

მოვლენაზე დაჭერისას

✅ ავიყვანე
(დღეს, გამოყვანიან მოვლენაზე) დაადასტურე, რომ ბავშვი აიყვანე. შეხსენებები ჩერდება, მეორე მშობელს ეცნობება. შემთხვევით დააჭირე? იქვეა „↩ გაუქმება“.
🚗 წაიყვანს / 🏠 მოიყვანს
მშობელი / ❓ ვინ? / არ სჭირდება. განმეორებად მოვლენაზე ცვლის მხოლოდ ამ დღეს.
🚫 ამ დღეს არ არის
ერთი დღით გამოტოვება. აღდგენა: „✏️ მთელი განრიგის შეცვლა“ → „გამოტოვებული დღეები“.
⏹ აქედან აღარ
წრე დასრულდა. ამ დღიდან აღარ იქნება, წინა კვირები ისტორიად რჩება.
✏️ შეცვლა / 🗑 წაშლა
მთლიანი ჩანაწერის შეცვლა ან წაშლა.

🗓️ კვირა

მთელი კვირა ერთ ეკრანზე. ფერადი წერტილები ბავშვებს აღნიშნავს. 🚗❓ / 🏠❓ წითლად ნიშნავს, რომ ჯერ არავინაა არჩეული. ‹ › კვირებს ცვლის.

👧 ბავშვები

ზემოთ აირჩიე ბავშვი („+ ახალი“ ახალს ამატებს). აქ ის ჩანაწერებია, საიდანაც მთელი გეგმა აიწყობა. რასაც აქ შეცვლი, ყველგან შეიცვლება.

🏫 სკოლა / ბაღი → ✏️ შეცვლა
ორშ–პარ თითო დღეს თავისი საათები, 🚗 წაიყვანს / 🏠 მოიყვანს. ცარიელი დღე = არ დადის. „⬇ ორშაბათის საათები ყველა დღეს“ დროს დაგიზოგავს.
🔁 წრეები → + წრე
აირჩიე სიიდან (💃 ცეკვა, 🏊 ცურვა, ⚽ ფეხბურთი, ♟️ ჭადრაკი, 🎹 ფორტეპიანო…) ან „✨ საკუთარი“: ნებისმიერი სახელი და ნიშანი. მერე დღეები, საათები, ვინ წაიყვანს და მოიყვანს. საკუთარი წრე „ჩვენი“-ში ინახება და შემდეგ ჯერზე ერთი დაჭერით დაემატება სხვა ბავშვსაც.
📅 მომავალი
ერთჯერადი: ექიმი, დაბადების დღე, ექსკურსია.
🗓 ბავშვის კვირა
მხოლოდ ამ ბავშვის მომდევნო 7 დღე.

🛒 სიები

🛒 საყიდლები
რამდენიმე ერთად მძიმით: „პური, რძე, ვაშლი“. მაღაზიაში ☑ მონიშნე, „მონიშნულების გასუფთავება“ ნაყიდს სიიდან აშორებს.
✅ საქმეები
„🕐 საქმე დროით“: ვის ევალება და როდისთვის. ადრესატს მაშინვე ეცნობება, საათიანზე 20 წუთით ადრე შეხსენება მოვა.
📝 ჩანაწერები
გრძელი ტექსტი: ექიმის ნომერი, ზომები, სასარგებლო ინფორმაცია.
➕ ახალი სია
საკუთარი სიები თქვენი ოჯახისთვის: 🎒 ჩასალაგებელი, 🎁 საჩუქრების იდეები, 💊 წამლები, 📚 წასაკითხი… „✏️ სიის შეცვლა / წაშლა“ თითოეული სიის ქვემოთაა.

😂 სასაცილო ამბები

ოჯახის მატიანე. „+“ → ვინ → რა თქვა ან გააკეთა → როდის. ტექსტზე დაჭერით სწორდება.

➕ მოვლენის დამატება

  1. რა? ჩაწერე ან აირჩიე სწრაფი სათაურებიდან (⚙️-ში თქვენით ირგება).
  2. ვისი? ერთი ან რამდენიმე ბავშვი. არცერთი = მთელი ოჯახი.
  3. ერთჯერადი თუ 🔁 ყოველ კვირა (დღეების მონიშვნით).
  4. დაწყება / დასრულება. 🚗 შეხსენება დაწყებამდე 20 წთ-ით, 🏠 დასრულებამდე 20 წთ-ით.
  5. 🚗 წაიყვანს / 🏠 მოიყვანს და შენიშვნა („ფორმა ჩაალაგე“).

🚨 „სკოლაში არ დაგვრჩეს“

როდისშეტყობინებავის
20 წთ ადრე„⏰ 20 წუთში · 🏠 შენ მოიყვან“ + ✅ვინც მოიყვანს
დროზე„🔔 ახლა!“ვინც მოიყვანს
+10, +20, +30 წთ„🚨 ჯერ არ აუყვანიათ?“ყველა მშობელს
✅ ავიყვანე„✅ … აიყვანა“მეორე მშობელს

მთავარი წესი: ბავშვი რომ აიყვანე, დააჭირე ✅ ავიყვანე შეტყობინებაზე ან აპში.

🔔 შეტყობინებები ტელეფონზე

  1. აპი ტელეფონზე დაყენებული უნდა იყოს. iPhone-ზე ეს აუცილებელია (iOS 16.4+).
  2. ⚙️ → 🔔 ჩართვა ამ ტელეფონზე → ნებართვა → დაშვება. სატესტო მაშინვე მოვა.
რა მოდის
☀️ 07:30 დღის გეგმა · 🌙 21:00, თუ ხვალ ვინმე არ არის არჩეული · ⏰ 20 წთ ადრე წაყვანა/გამოყვანა/საათიანი საქმე · 🚨 „ჯერ არ აუყვანიათ?“ · 📌 დავალება სხვა მშობლისგან.
ღილაკები შეტყობინებაზე
✅ ავიყვანე, ✅ შესრულდა, 🙋 მე წავიყვან. აპის გაუხსნელად.
🔴 რიცხვი ხატულაზე
რამდენი შეტყობინება გელოდება. აპის გახსნისას ნულდება. Android-ზე თუ მხოლოდ წერტილი ჩანს: პარამეტრები → შეტყობინებები → აპის ხატულის ბეჯები → რიცხვი.
ხმა
ტელეფონის პარამეტრები → აპები → ოჯახი → შეტყობინებები → ხმა. „არ შემაწუხო“ რეჟიმში აპს გამონაკლისი მიეცი.

⚙️ მორგება — თქვენი ოჯახისთვის

👧 ბავშვები
დამატება, სახელის/ცხოველის/ფერის შეცვლა, წაშლა.
👨‍👩‍👧 მშობლები
💌 მოწვევა ბმულით (ერთჯერადი, 7 დღე). ოჯახის ადმინს შეუძლია წევრის წაშლა.
🏠 ოჯახი
ოჯახის სახელი და სწრაფი სათაურები / წრეები: დაამატე თქვენი („+“), ზედმეტი მოაშორე (დაჭერით).
🧩 რა გამოჩნდეს აპში
ჩართე ან გამორთე: 👧 ბავშვები, 🛒 სიები, 😂 ამბები, 📺 ტელევიზორი. რაც არ გჭირდებათ, დამალეთ.
📺 ტელევიზორის ბმული
კოპირება, ან „♻️ ახალი ბმული“ (ძველი უქმდება).
🙂 ჩემი ანგარიში
სახელი, ელფოსტა, პაროლის შეცვლა.
⚠️ სახიფათო ზონა
ადმინი: ოჯახის და ყველა მონაცემის სამუდამო წაშლა. სხვა წევრი: ოჯახის დატოვება.

📺 ტელევიზორი

⚙️ → 📺 → „🔗 ბმულის კოპირება“ → გახსენი ტელევიზორის ბრაუზერში. პაროლი არ სჭირდება, ამიტომ ნუ გაუზიარებ უცხოს. „⛶ სრულ ეკრანზე“ დააჭირე პულტით (OK).

❓ ხშირი კითხვები

პაროლი დამავიწყდა
შესვლის გვერდზე „დაგავიწყდა პაროლი?“ (თუ ელფოსტით აღდგენა ჩართულია), ან მოგვწერე: bichiko@enter.ge.
შეხსენება არ მოვიდა
⚙️ → 🔔 → „სატესტო შეტყობინება“. შეამოწმე, რომ მოვლენას საათი აქვს და შენ ხარ არჩეული 🚗/🏠 (❓-ზე ყველას მოდის).
ერთი დღით სხვა წაიყვანს
ბარათს დააჭირე → შეცვალე 🚗/🏠 → შენახვა. მხოლოდ იმ დღეს შეიცვლება.
არდადეგები
სკოლის ბარათზე „🚫 ამ დღეს არ არის“, ან სკოლის საათები დროებით წაშალე.
ჩემი მონაცემები
თქვენს ოჯახს მხოლოდ თქვენი მოწვეული წევრები ხედავენ. იხ. კონფიდენციალურობა.